ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 41 000 აბიტურიენტიდან, პირველ გამოცდაზე, რომელიც დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება, აბიტურიენტების 5% არ გამოცხადდა, ორმა კი დააგვიანა და შესაბამისად, ავტომატურად მოიხსნა გამოცდიდან.
პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. აბიტურიენტებს ჯამში სამი საათი აქვთ, რომ ტესტზე მუშაობა დაასრულონ.
გორში, საგამოცდო ცენტრი ამჯერადაც გახსნილია მე-3 საჯარო სკოლის შენობაში.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.
აბიტურიენტების გარდა, ტარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსის და საერთო სამაგისტრო გამოცდები, ასევე მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები.
გასული ორი წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის ეროვნულ გამოცდებზე კოვიდრეგულაციები გაუქმებულია. გამოცდებზე აპლიკანტებს პირბადის ტარების ვალდებულება არ აქვთ.
იმ აბიტურენტებისთვის, რომლებსაც ეროვნული გამოცდების დღეს კორონავირუსი დაუდასტურდებათ, გამოცდის დამატებითი სესია ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურენტს არა უშუალოდ გამოცდის დღეს, არამედ გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე დაუდასტურდება ვირუსული ინფექცია, ამ შემთხვევაში, დამატებითი გამოცდა არ ინიშნება.