„შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“ - ის ფარგლებში, გორსა და რეგიონის დანარჩენ სამ მუნიციპალიტეტში მარათონი გაიმართა.
შეჯიბრების გამარჯვებული გიორგი ცოტნიაშვილი გახდა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები კი ლევან დემუროვს და საბა დოთიაშვილს ხვდათ წილად.
გამოვლინდა მარათონში მონაწილე გოგონათა საუკეთესო სამეულიც. გოგონებს შორის ფინიშის ხაზი პირველმა ნინო ბასიშვილმა გადაკვეთა, მეორე და მესამე კი ლელა ედიშერაშვილი და მარიამ მაზანაშვილი იყვნენ.
შეჯიბრების გამარჯვებული მონაწილეები თასებითა და სიგელებით გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა დააჯილოდოვეს.
მარათონი, რომლის ინიციატორის შიდა ქართლის გუბერნიაა და „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“ - ის ფარგლებში ტარდება, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
მარათონული გარბენის გარდა, „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“ - ის ფარგლებში დაგეგმილია შეჯიბრებები ფეხბურთში, ქართულ ჭიდაობასა და ძიუდოში.