საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო.
გორში, საგამოცდო ცენტრი გახსნილია მე-3 საჯარო სკოლის შენობაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
აბიტურიენტების გარდა, ტარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსის და საერთო სამაგისტრო გამოცდები, ასევე მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები.
გასული ორი წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის ეროვნულ გამოცდებზე კოვიდრეგულაციები გაუქმებულია. გამოცდებზე აპლიკანტებს პირბადის ტარების ვალდებულება არ აქვთ.
იმ აბიტურენტებისთვის, რომლებსაც ეროვნული გამოცდების დღეს კორონავირუსი დაუდასტურდებათ, გამოცდის დამატებითი სესია ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურენტს არა უშუალოდ გამოცდის დღეს, არამედ გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე დაუდასტურდება ვირუსული ინფექცია, ამ შემთხვევაში, დამატებითი გამოცდა არ ინიშნება.