აკუმულატორების და ბატარეების, საბურავების, ელექტრონული მოწყობილობების და ზეთების მწარმოებლებისთვის 1-ლი ივლისიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა
დღეიდან, 1-ლი ივლისიდან, მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ცვლილება ვრცელდება საბურავების, ზეთების, აკუმლატორების და ელემენტების, ასევე ელეტრონული ნარჩენების მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე.
კერძოდ, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ყველა იმპორტიორსა და დისტრიბუტორს ეკრძალება იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქციის ბაზარზე განთავსება, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში („მგვ რეესტრი“) და არ არიან აღნიშნული ორგანიზაციის წევრები.
ტექნიკური რეგლამენტის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 25 მაისს მაისს მიიღო და ითვალისწინებდა, რომ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (მგვ) დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს ავტორიზაცია 1-ელ ივნისამდე უნდა გაევლოთ მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში.