გორში, კომბინატის დასახლებაში, ბესიკის ქუჩაზე სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაცია
გზის 382 მეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, დაგეგმილია ასფალტის საფარის სრული აღდგენა, ასევე საფეხმავლო ტროტუარების კეთილმოწყობა, გათვალისწინებულია პანდუსების, საგზაო მონიშვნების და სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მონტაჟიც.
ბესიკის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი გაეცნო და კონკრეტული დეტალები ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ადგილზე განიხილა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს