2022 წელს, გორის მუნიციპალიტეტში, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 41 პროექტი განხორციელდება. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანის განსახორციელებლად საჭირო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერები უკვე გამოცხადდა.
მერიის ცნობით, 2022 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ტენდერები შემდეგ სამუშაოებს გულისხმობს:
გორში მუსხელიშვილის ქუჩაზე სკვერისა და მინიმოედნის მოწყობა;
ქვახვრელში ჩოგბურთისა და კალარბურთის მოედნის მოწყობა;
მღებრიანში მდინარე თეძამზე გადასასვლელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
სათემოში სკვერის მოწყობა;
ხიდისთავში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის გამაგრებითი და გორში მელიქიშვილის გამზირზე მდინარის გაბიონის მოწყობის სამუშაოები;
ახალდაბაში სკვერის მოწყობა;
არბოში მინი მოედნის მოწყობა;
პატარა გარეჯვარში სკვერის მოწყობა;
შინდისის გმირების ქუჩა N24-ის მიმდებარედ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ;
წმინდაწყლის დასახლებაში (მე-5 მიკრორაიონი საცხოვრებელი სახლი #10-სა და #10 ა-ს მიმდებარედ) სკვერის მოწყობის სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ირჩევს. „გორის მაცნეს“ ინ ფორმაციით, მიმდინარე წლის პროგრამის ბიუჯეტი, გორის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 3 მილიონ ლარს შეადგენ, რომელიც 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება.
მერიაში აღნიშნავენ, რომ უკვე აქტიურად მიმდინარეობს „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესიც.