საზოგადოება
30.06.2022 16:23
მეღვრეკისის საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიაა

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 9-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 320-330 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 2022 წლის 31 აგვისტოს ეწურებათ, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თარიღად კი, 5 სექტემბერია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები