საზოგადოება
30.06.2022 15:23
ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონში კოვიდ-19-ის შემთხვევებმა იმატა - ეკა ქორჩაშვილი

ისევე, როგორც მთლიანად, ქვეყნის მასშტაბით, შიდა ქართლშიც შესამჩნევია კორონავირუსული ინფექციის შემთხვევათა მატება, - ამის შესახებ GMnews-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა განუცხადა.

ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, რეგიონში კოვიდ-19-ის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„ბოლო რამდენიმე დღეა, იმატა კორონავირუსის შემთხვევებმა. ამჟამად, 16 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან გორში გახლავთ 7, ხაშურში 4, 3 კასპში და 2 შემთხვევა ქარელში“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

შეგახსენებთ, გორში კოვიდ-19 საბავშო ბაღების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა, რის გამოც ორ საბავშვო ბაღში (მე-15, მე-14) დროებით შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი.

კვირის ამბები