საზოგადოება
30.06.2022 12:14
მარი გიუნაშვილი - ბოლო სამი დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, გასამმაგდა ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობა

ბოლო სამი დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, გასამმაგდა ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობა, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა განუცხადა.

მარი გიუნაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, რესპირატორული სიმპტომების შემთხვევაში, მოერიდონ ხალხთან კონტაქტს.

,,გეგმური ტესტირებისას, გორის მე-15 საბავშვო ბაღში კოვიდ-19 ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა, ერთი შემთხვევა გამოვლინდა მე-14 ბაღში. ორივე საბავშვო ბაღს მიეცა ფუნქციონირების დროებით შეჩერების რეკომენდაცია. ზოგადად, ბოლო სამი დღის განმავლობაში, საკმაოდ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა. ფაქტობრივად, გასამმაგებულია. შემთხვევათა მატების ფონზე, მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, დაიცვან არსებული რეკომენდაცია და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში ატარონ პირბადე. იმ შემთხვევაში კი, თუ პირს აღენიშნება რესპირატორული სიმპტომები, დარჩეს სახლში და მოერიდოს ხალხთან კონტაქტს, ამით თავიდან ავიცილებთ ვირუსის გავრცელებას“, - განაცხადა მარი გიუნაშვილმა.

კვირის ამბები