2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულ აბიტურიენტებს გორისა და ატენის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ტრადიციულად, გამოცდების დაწყებამდე დალოცავს.
გორისა და ატენის ეპარქიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიტროპოლიტი პარაკლისს 1-ელ ივლისს გადაიხდის და აბიტურიენტებს დალოცავს.
„პარასკვს, 1-ელ ივლისს, 12:00 საათზე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში აბიტურიენტებისთვის გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს მათ“, - მითითებულია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს