საზოგადოება
30.06.2022 11:27
ხშირია მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონებისა და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტები - გორის სკვერებში დაზიანებული ინვენტარის განახლება მიმდინარეობს

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით,  დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, დასასვენებელ სივრცეებში გამოიცვლება დაზიანებული ურნები, ლამპიონები და სკამები. ინვენტარის ნაწილი, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარება, განახლდება, ნაწილი კი ახლით ჩანაცვლდება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სკვერებში ხშირია მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონებისა და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტები.

,,სამწუხაროდ, სკვერებში ხშირად ვხვდებით მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონებისა და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტებს.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ქალაქს“, - აღნიშნულია კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციაში.

კვირის ამბები