საზოგადოება
30.06.2022 11:02
3 ივლისიდან გორში მზიანი ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი - გაეცანით დეტალურ ინფორმაციას

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღეს, 30 ივნისს, ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა და მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე წვიმა.

უნალექო ამინდია ნავარაუდევი გორში 1-ელ ივლისს, ჰაერი კი +27 გრადუსამდე გათბება. დღის განმავლობაში მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა.

ნახევრადღრუბლიანი ამინდი, პერიოდულად ნალექი და +23 გრადუსია მოსალოდნელი 2 ივლისს.

3 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში უღრუბლო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

კვირას, 3 ივლისს, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსია, მომდევნო დღეების განმავლობაში კი ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს და 9 ივლისისთვის +31 გრადუსს მიაღწევს.

კვირის ამბები