გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის საბჭოს სტრასბურგის ოფისის პროგრამის უფროს მრჩეველს, კორნელია პერლეს და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმები განიხილეს, ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს შემუშავებულ პროექტზე - „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობივ დონეზე საქართველოში.“
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ გორის მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთვება პროექტში და მისი განხორციელებისას მიღებული რეკომენდაციები/მეთოდოლოგიები ეტაპობრივად დაინერგება.
ევროპის საბჭოს პროექტის მიზანია მოქალაქეების ჩართულობის გაძლიერება, ასევე ადგილობრივ დონეზე საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარება.