საზოგადოება
29.06.2022 17:06
სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატში მუნიციპალური პირველობისთვის გორის მერიისა და დიცის გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს

სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები გუშინ გაიმართა და შედეგების მიხედვით, მუნინიციპალური პირველობისთვის ერთმანეთს გორის მერიისა და დიცის გუნდები დაუპირისპირდებიან.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამარჯვებულის გამოსავლენად შესარჩევ თამაშებში 7 გუნდი იბრძოდა.

როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის გუნდი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაა დაკომპლექტებული, სამოყვარულო ჩემპიონატში, ასევე, მონაწილეობს გორის მუნიციპალიტეტის მერიც.

სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატში - „7X7“, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტი მონაწილეობს. ქვეყნის პირველობისთვის მუნიციპალურ, რეგიონალურ და ზონალური ეტაპებში გამარჯვებული გუნდები იბრძოლებენ. შეგახსენებთ, რომ 7X7 ფეხბურთში Master League-ის გათამაშება პირველად 2019 წელს გაიმართა და ტურნირის მიზანს ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

კვირის ამბები