შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორი (სატრანსპორტო კვანძი)-ვარიანი-საქაშეთი-ბრეთი-ქარელის (სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზაზე გადაადგილება აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარეტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოძრაობის შეფერხების მიზეზი ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე ლიახვისგან დაზიანებული საავტომობილო გზის სავალი ნაწილია.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორი (სატრანსპორტო კვანძი)-ვარიანი-საქაშეთი-ბრეთი-ქარელის (სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზის მე-9 კმ. მონაკვეთზე ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ლიახვმა დააზიანა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც 1-12 კმ. მონაკვეთზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში