2 ივლისს, გორში მარათონული გარბენი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს.
მარათონი სტარტს კომბინატის დასახლებიდან, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს, ფინიში კი ჭალის დასახლებაში, სპორტის სასახლესთანაა.
მარათონის გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილებზე გასულებს თასები და მედლები გადაეცემათ.
მარათონი 2 ივლისს, 11:00 საათზე დაიწყება, რეგისტრაცია კი ერთი საათით ადრე, 10:00 სთ-ზე შედგება.
მარათონის ინიციატორი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაა. ღონისძიება იმართება „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“-ის ფარგლებში.
მარათონის გარდა, გათვალისწინებულია შეჯიბრებების ჩატარება ფეხბურთში, ქართულ ჭიდაობასა და ძიუდოში. ღონისძიებების ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მერიები უზრუნველყოფენ.
„შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“-ის მიზანია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს