საზოგადოება
29.06.2022 10:52
მთავრობის განკარგულებით, საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი ერთი წლით აიკრძალა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აიკრძალა. შესაბამის დოკუმენტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარეა მიღებული.

„მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე აიკრძალოს საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2022 წლის 4 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

კვირის ამბები