5 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელსაც კორპუსის მეოთხე სართულის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი მოხვდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მცირეწლოვანმა დაზიანება თავის არეში მიიღო.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იგეგმება მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გორის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე, შადრევნის მიმდებარედ არსებულ კორპუსთან მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, სავარაუდოდ ქარის შედეგად, მეოთხე სართულიდან ფიცარი გადმოვარდა, რომელსაც ერთ-ერთი მოსახლე აივანზე ინახავდა და კორპუსის ეზოში მყოფ ბავშვს დაეცა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს