საზოგადოება
28.06.2022 16:23
300 არაგველისა და ქუჩიშვილის ქუჩებზე მოასფალტების სამუშაოები ხორციელდება - გორის მერია

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მოასფალტების სამუშაოები ხორციელდება 300 არაგველისა და ქუჩიშვილის ქუჩებზე.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი ითვალისწინებს როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ასევე, ტროტუარების, ეზოებში შესასვლელებისა და ბორდიურების მოწყობას.

„ორივე აღნიშნულ ქუჩაზე, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება, ორ ათეულ წელზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა. გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდა როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს“, - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები