გორის საფეხბურთო კლუბმა ლიგა 3-ის XIII ტურის მატჩი გუშინ, ჩოხატაურის „ბახმაროსთან“ სტუმრად გამართა.
შეხვედრის დაწყებისთანავე, მე-2 წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა, 21-ე წუთზე გორელებმა ანგარიში გაათანაბრეს. მართალია მეორე ტაიმში, სტუმრები დაწინაურდნენ (58-ე წუთზე), მაგრამ ძირითადი დროსი დასრულებამდე 2 წუთით ადრე, მასპინძლებმა ტაბლოზე მატჩის საბოლოო ანგარიში - 2:2 დააფიქსირეს.
გუშინდელი მატჩის შედეგების გათვალისწინებით, „გორი“ შვიდმატჩიან წაუგებელ სერიას აგრძელებს, აქედან ჩვენი ქალაქის გუნდის ანგარიშზე 5 მოგება და 2 ფრეა.
ამჟამინდელი მონაცემებით, 27 ქულით, „გორი“ სატურნირო ცხრილის ლიდერის პოზიციას არ თმობს.
მომდევნო ტურში, გორელები ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი გორში, „ქართლის“ სტადიონზე 3 ივლისს, 17:30 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ხობის „კოლხეთი“ 20 ქულით, სატურნირო ცხრილის მეშვიდე ადგილზეა. ჩტარებული 13 თამაშიდან, ხობელების ანგარიშზე 5 მოგება, 5 ფრე და 3 წაგებაა.