საზოგადოება
28.06.2022 14:00
20-დან 26 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 646 ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 646 ადამიანი, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ცენტრის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში სულ ჩატარდა 63 404 კვლევა ტესტით, მათ შორის  57 457 - ანტიგენ ტესტით, 5 847 - PCR ტესტით.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

კვირის ამბები