სოციალურად დაუცველ ან იძულებით ადგილნაცვალ ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისთვის გორის კულტურისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრებში ,,საზაფხულო სკოლის“ პროექტი იწყება.
,,საზაფხულო სკოლის“ მეორე ეტაპი ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში (მის. გორი, სუხიშვილის 20 ) 4 ივლისიდან იწყება, 5 ივლისიდან კი, საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება (პირველი ეტაპი) დაიწყება ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილებაში (მის. გორი, მშვიდობის გამზირი 12/ა).
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს, ხანგრძლივობა 2 კვირაა.
რაც შეეხება პროექტის მიზანს, მოზარდებისათვის ლოგიკური აზროვნების, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობაა. პროცესი მოიცავს შემეცნებით და გასართობ აქტივობებს, ამასთანავე, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას.
„საზაფხულო სკოლას“ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ახორციელებს.