საზოგადოება
28.06.2022 13:13
მითები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ - სემინარი სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის როლზე

გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით სემინარი გაიმართა.

ტრენინგის თემატიკა სტრატეგიული კომუნიკაციების როლსა და დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა, სადაც, ასევე ისაუბრეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითების შესახებ.

სემინარს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსის მოადგილე ერეკლე შუბითიძე უძღვებოდა. სწავლების დროს, შუბითიძემ ხაზი გაუხვა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებს. ტრენერი, ასევე შეეხო რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციის გავრცელების შედეგად არსებულ საფრთხეებს. კონკრეტულ მაგალითების გათვალისწინებით, შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული საკითხები და მათი გადაჭრის გზები.

აღნიშნული სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

კვირის ამბები