საზოგადოება
27.06.2022 11:44
დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში კვლავ არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 27 ივნისს, გორში მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა და მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე, დღის მეორე ნახევარში მცირე წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს.

+26 გრადუსამდე გათბება ჰაერი 28 ივნისს. დღის განმავლობაში მოსალოდენლია პერიოდულად ღრუბლიანობა, 14-დან 16 საათამდე კი ნავარაუდევია ნალექი.

ღრუბლიანობა, +25 გრადუსი და დღის გარკვეულ მონაკვეთებში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში 29 და 30 ივნისს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მხოლოდ +20 გრადუსია ნავარაუდევი გორში 1-ელ ივლისს, ამასთანავე, მოსალოდნელია ღრუბლიანობა და გარკვეულ მონაკვეთებზე წვიმა და ელჭექი.

+22 გრადუსი, პერიოდულად ღრუბლიანობა და მცირე ნალექია მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2 და 3 ივლისს.
კვირის ამბები