კულტურა
27.06.2022 11:25
საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორის თეატრს რუსთაველის ეროვნული თეატრი ეწვევა
საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, რუსთაველის ეროვნული თეატრი გორის თეატრს ეწვევა და 8 - 9 ივლისს წარმოდგენებს გამართავს.

გ. ერისთავის სახელობის თეატრის ინფორმაციით, 8 ივლისს, 19:00 საათზე წარმოდგენილი იქნება გოჩა კაპანაძის რეჟისორული ნამუშევარი, ერთმოქმედებიანი კომედია - „ძუნწი“ (პიესის ავტორი გიორგი ერისთავი).
9 ივლისს, 19:00 საათზე კი, სასცენო ხელოვნების მოყვარულები ერთმოქმედებიანი ტრაგიკომედიის, „თამაშის დასასრული“-ს (რეჟისორი რობერტ სტურუა) ნახვას შეძლებენ.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ზემოხსენებული გასტროლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
კვირის ამბები