ხვითში, ცენტრალური გზიდან სკოლამდე და ტაძრამდე მისასვლელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითში, ცენტრალური გზიდან სკოლამდე და ტაძრამდე მისასვლელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 315 მეტრია, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობაც იგეგმება.
„ამ დროისთვის, უკვე დასრულდა ზემო ხვითისა და ზემო ნიქოზის დამაკავშირებელი 785 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაციაც. ზემოხსენებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამდე, გზის ორივე მონაკვეთზე გადაადგილება უჭირდათ როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს, დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - აცხადებენ მერიაში.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ზემო ხვითში, ამ ეტაპზე იხრეშება შიდა საუბნო გზებიც. პროექტი, რომელიც „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხორციელდება, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა.