ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, გორის მერი სამოყვარულო ჩემპიონატში მონაწილეობს
გორის მუნიციპალიტეტის მერი, ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატში - „7×7“ მონაწილეობს.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამარჯვებულის გამოსავლენად შესარჩევი თამაშები მიმდინარეობს. მუნიციპალური პირველობისთვის 6 გუნდი იბრძვის. შეჯიბრება წრიული სისტემით ტარდება.
სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატში - „7×7“, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტი მონაწილეობს. ქვეყნის პირველობისთვის მუნიციპალურ, რეგიონალურ და ზონალური ეტაპებში გამარჯვებული გუნდები იბრძოლებენ.
საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.