წელს, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 290 ოქროს, და 41 ვერცხლის მედლის კანდიდატი კურსდამთავრებული გვყავს, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.
„სასწავლო წელი დასრულდა და უკვე ცნობილია შესაბამისი აკადემიური მოსწრების ხარისხი. ამ ეტაპზე დარწმუნებით ვერ გეტყვით, მაგრამ სავარაუდო მონაცემები უკვე გვაქვს - წელს, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 331 მედლის კანდიდატი გვყავს, მათ შორის, 290 ოქროს და 41 ვერცხლის მედლის კანდიდატი კურსდამთავრებული. გადამოწმების შემდეგ შეიძლება მცირე ცვლილება იყოს მონაცემებში“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შეგახსენებთ, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა“, რომლის საფუძველზეც, მოსწავლეს, რომლის აკადემიური მოსწრება საშუალო საფეხურზე დამრგვალების გარეშე 10 ქულაა, ოქროს მედალი და შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.