საზოგადოება
23.06.2022 15:04
მოზარდებში ვირუსული ინფექციის შემთხვევები მომატებულია - ლია ლაზარაძე

გორში, საკმაოდ მომატებულია ბავშვებში ვირუსული ინფექციები, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ განუცხადა.

ლაზარაძის ინფორმაციით, ყოვედღიურად „იავნანას“ სტაციონარში 30-მდე პაციენტს უტარდება მკურნალობა.

„მომატებულია რესპირატორული ვირუსული ინფექციების შემთხვევები. მოზარდების გარკვეულ ნაწილს ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ყოველდღიურად „იავნანას“ სტაციონარში 30-მდე პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება სიმპტომებს, გამოხატულია ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული ინფექციით, ხშირ შემთხვევაში, ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, იშვიათად ხდება პნევმონიის განვითარება“, - განაცხადა ლია ლაზარაძემ.

კვირის ამბები