საზოგადოება
23.06.2022 12:51
ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის 6.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის 6.4 კმ-იანი მონაკვეთზე დღეისთვის სრულდება ასფალტ-ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოები სრულად აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

,,ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის 6.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დღეისთვის სრულდება ასფალტ-ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები.

აღნიშნული გზის კეთილმოწყობა მეტად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და დამსვენებლებისთვის.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5.6 მლნ. ლარია. სამუშაოები სრულად აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები