კულტურა
23.06.2022 10:21
გორში მიშიკო კოშკაძის მემორიალური დაფა გაიხსნება
გორის მუნიციპალიტეტის მერიის და კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინიციატივით, მიშიკო კოშკაძის საცხოვრებელი სახლის კედელზე მემორიალური დაფა განთავსდება.

გორში, მარაბდელის ქუჩის N 7-ში (სადგურის დასახლება) კოლორიტი მუსიკოსის სახელობის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიება 24 ივნისს, 17:00 საათზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც მუსიკოსის მეგობრები და კოლეგები კულტურის ცენტრის მცირე საკონცერტო დარბაზში ხელოვანის ცხოვრებას და შემოქმედებას გაიხსენებენ.

ცნობისთვის, გორელი მუსიკოსი და სიმღერების ტექსტების ავტორი მიშკო კოშკაძე, წლების განმავლობაში, გორის კულტურის ცენტრში გიტარის პედაგოგად მუშაობდა.

მიხეილ კოშკაძე 1968 წლის 1-ელ დეკემბერს გორში დაიბადა. ცნობილი ავტორ-შემსრულებელი და ბარდი არაერთი მუსიკალური კომპოზიციის შემოქმედი, 2018 წლის 30 ოქტომბერს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კვირის ამბები