გახანგრძლივებულმა წვიმებმა შიდა ქართლში ალოობის დაწყების პროცესი გადაავადა, თუმცა, გაზრდილია მოსავლის ხარისხი, - აღნიშნულის შესახებ GMnews-თან სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა ისაუბრა.
მამუკა ლომსაძის თქმით, გასულ წლებში, შიდა ქართლში, ალოობა, ძირითადად, ივლისის პირველი რიცხვებიდან იწყებოდა, წელს კი, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების პროცესი გაცილებით გვიან - ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში შევა აქტიურ ფაზაში, თუმცა, უკეთეს მოსავალს ელიან. რაც შეეხება ნათესების რაოდენობას, ფერმერებმა აქცენტი წელს ხორბლისა და სიმინდის მოყვანაზე გააკეთეს.
„გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე ქერისა და ხორბლის გაცილებით უკეთეს მოსავალს მივიღებთ. უნდა აღინიშნოს, რომ გარემო პირობებმა და კარგად შერჩეულმა სათესლე მასალამ მოსავლის რაოდენობა და ხარისხი გაზარდა, თუმცა, მოხდა ისე, რომ წვიმიანმა ამინდებმა ალოობის პროცესი გადაავადა. ქერის ნათესების მკა ჩვენ რეგიონში ივლისის ბოლოს დაიწყება“, - აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.