საზოგადოება
22.06.2022 13:23
უახლოესი 4 დღის განმავლობაში გორში უამინდობაა ნავარაუდევი - გაეცანით ამინდის დეტალურ პროგნოზს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 22 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურა და გარკვეულ მონაკვეთებზე პერიოდულად ნალექი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +22 გრადუსს მიაღწევს.

პერიოდულად ღრუბლიანობა, მუნიციპალიტეტის გარკვეულ მონაკვეთებზე მცირე წვიმა და +21 გრადუსია ნავარაუდევი გორის მუნიციპალიტეტში 23 ივნისს.

24 ივნისს, გორში მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა, წვიმა და ელჭექი, ჰაერი კი დღისით +24 გრადუსამდე გათბება.

ღრუბლიანობა, მცირე ნალექი და +24 გრადუსია ნავარაუდევი გორში შაბათს, 25 ივნისს.

კვირას, 26 ივნისს კი, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი მხოლოდ +20 გრადუსს მიაღწევს.
27 ივნისიდან გორში გამოიდარებს. 

კვირის ამბები