კულტურა
21.06.2022 14:00
გორში, დღეს საღამოსთვის დაგეგმილი „კანუდოსის“ კონცერტი 23 ივნისისთვის გადაიდო

ჯაზ ბენდ „კანუდოსის“ კონცერტი, რომელიც დღეს, 21 ივნისს, 20 საათზე, ღია ცის ქვეშ იყო დაანონსებული, მოსალოდნელი ნალექის გამო გადაიდო.

ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაციით, ლაივ კონცერტი, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 23 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება.

კონცერტი ხელოვნების სახლის სკვერში (ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარედ) გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტზე მისული მაყურებელი მოისმენს ჯაზ ბენდ „კანუდოსის“ ახალ სიმღერებს ახალი მუსიკალური პროექტიდან „მზიანი ღამე“.

კვირის ამბები