საზოგადოება
21.06.2022 12:04
სასკოლო მზაობის ცენტრებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის მსურველ მშობლებს განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა 25 ივნისიდან ექნებათ
სასკოლო მზაობის ცენტრებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის მსურველ მშობლებს, შესაბამისი განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ექნებათ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.

„მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს შეუძლიათ მობრძანდნენ სააგენტოში (სტალინის გამზ.16), დაწერონ განცხადება და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (3X4); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია“, აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, 2022-2023 სასწავლო სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც 5 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.
კვირის ამბები