საზოგადოება
21.06.2022 11:38
ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვადგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე - პრემიერი

კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა საქართველოს ხელისუფლების პუტინთან ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხასად განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, პუტინთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში, რომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღდგეს მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე.

„რაც შეეხება კითხვას, რას ვფიქრობ პუტინზე, 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში: ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე. ჩვენ კონტაქტები არ გვქონია 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით. ამ პერიოდში არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია, მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები არსებობს”, - განაცხადა პრემიერმა კატარის ფორუმზე.

კვირის ამბები