სპორტი
20.06.2022 15:10
ალიმბარაშვილის დუბლი და „გორის“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება

ლიგა 3-ის მეთორმეტე ტურში, გორელები „საბურთალო 2“-ს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გუშინ, გორში, „ქართლის“ სტადიონზე გაიმართა და გორელების გამარჯვებით - 3:1 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის პირველი ნახევარში, მე-16 წუთზე, გიორგი ალიმბარაშვილის გოლით გაიხსნა. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა მალევე (23-ე წუთზე), ნიკოლოზ ტალახაძის გოლით შეძლეს.

მეორე ტაიმი შედარებით უხეშად წარიმართა და ეს ყვითელი ბარათების რაოდენობაზეც აისახა. მსაჯმა ორი გაფრთხილება დააფიქსირა და ორივე გორელების მისამართით. 65-ე წუთზე „გორი“ გიორგი ცეცხლაძის გოლით დაწინაურდა. 72-ე წუთზე კი, გიორგი ალიმბარაშვილის დუბლით მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

ლიგა 3-ის მეთორმეტე ტურის შედეგების მიხედვით, „გორს“ 26 ქულა აქვს და უკვე მერამდენე კვირაა, ცხრილის ლიდერის პოზიციას არ თმობს. რაც შეეხება მომდევნო დაპირისპირებას, ჩვენი ქალაქის გუნდი მეცამეტე ტურის შეხვედრას ჩოხატაურის „ბახმაროს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 27 ივნისს, ჩოხატაურში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, 17:30 საათზეა ჩანიშნული.

კვირის ამბები