სრული ზოგადი განათლების ატესტატები დღედან, 20 ივნისიდან გაიცემა. როგორც ცნობილია, ატესტატის მიღება შესაძლებელია: იუსტიციის სახლებში; საზოგადოებრივ ცენტრებში; მობილურ იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში.
ცნობისთვის, სკოლადამთავრებულები ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, უფასოდ მიიღებენ.
ამასთან, ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს