საზოგადოება
20.06.2022 11:55
გორის მერიამ კარბში მცხოვრებ კაპანაძეების ოჯახს ხის კოტეჯი შეუძინა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ კარბში მცხოვრებ კაპანაძეების ოჯახს ხის კოტეჯი შეუძინა.

გიორგი კაპანაძის შვიდსულიანი ოჯახი გორის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით რაზმაძესთან ერთად მოინახულა და ახალ საცხოვრისში გადასვლა  მიულოცა. მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ოჯახს პროდუქტიც გადასცეს, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქველმოქმედმა კაპანაძეები ავეჯით უზრუნველყო.

„ოჯახი წლების განმავლობაში, უკიდურეს გაჭირვებაში, ავარიულ სახლში ცხოვრობდა. მათი მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც გიორგი კაპანაძე, ავარიის შედეგად, ეტლს მიეჯაჭვა და არაერთი ოპერაცია დასჭირდა.

გორის მერია, მიმდინარე წელს, საცხოვრებელ კოტეჯს კიდევ ორი ოჯახს გადასცემს. უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეებისთვის საცხოვრისის შეძენას მერია მომავალ წლებშიც გააგრძელებს“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები