კონფლიქტები
28.12.2019 12:59
ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საპატიმროდან გაათავისუფლეს.  48-დღიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმი ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 15 ნოემბერს შეუფარდეს, შემდგომ კი, ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
კვირის ამბები