საზოგადოება
20.06.2022 11:32
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება
დღეიდან, 20 ივნისიდან, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწარმოებს ორ ეტაპად.

პირველი ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება დღეს, 12:00 საათზე და გაგრძელდება 24 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით და დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, ვისი და-ძმაც უკვე არის იგივე ბაღის აღსაზრდელი.
რაც შეეხება მეორე ეტაპის რეგისტრაციას, 25 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 05 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით. მეორე ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებს ყველა მსურველი.

„შეგახსენებთ, რომ დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, ვისაც 2022 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდება 2 წელი. ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად შემდეგ ელ.მისამართზე: www.gorikids. ge , ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან.
ელექტრონული რეგისტრაციის მომენტში დაგჭირდებათ ბავშვის დაბადების მოწმობა, რათა მონაცემები სწორად იქნას შევსებული. მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას, საჭირო დოკუმენტებს 6 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით წარადგენთ სააგენტოში. რეგისტრაციის გადამოწმებას შეძლებთ იგივე ელ.მისამართზე, ,,რეგისტრაციის გადამოწმების’’ ველში ბავშვის პირადი ნომრის ჩაწერით,“ - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.

რაც შეეხება საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, მითითებულ ვადებში უნდა წარადგინოთ: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
ორი ფოტოსურათი (3X4); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; რაიონის ბაღის შემთხვევაში კი, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.
კვირის ამბები