წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე, ე.წ. ვოლოგდის ბინების ეზოში დაშავებული 11 წლის ბავშვი გორიდან თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, გადაყვანისას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.
ცნობისთვის, მოზარდი კორპუსების ეზოში არსებული კაკლის ხიდან, საკმაოდ მაღალი სიმაღლიდან ჩამოვარდა, რა დროსაც თავის ტრავმა მიიღო. დაშავებული ბავშვი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, პაციენტს აღენიშნება ინტრაკრანიალური ტრავმა და ლავიწის ძვლის მოტეხილობა.
სპეციალიზებულ კლინიკაში მოზარდი რეფერალური მედიცინის ჯგუფმა გადაიყვანა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს