საზოგადოება
17.06.2022 19:15
ე.წ. ვოლოგდის ბინების დასახლებაში დაშავებული 11 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
გორში, წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე, ე.წ. ვოლოგდის ბინების ეზოში მომხდარი შემთხვევის შედეგად, 11 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველთა განცხადებით, მოზარდი კორპუსების ეზოში არსებული კაკლის ხიდან ჩამოვარდა, რა დროსაც თავის ტრავმა მიიღო. დაშავებული ბავშვი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, პაციენტს აღენიშნება ინტრაკრანიალური ტრავმა (თავის დაზიანება) და ასევე ლავიწის ძვლის მოტეხილობა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკის ინფორმაციით, გამოძახებულია რეფერალური მედიცინის ჯგუფი და დაშავებული ბავშვის გადაყვანა იგეგმება თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.
კვირის ამბები