საზოგადოება
17.06.2022 14:25
ამერიკის შეერთებულ შტატებში საწვავი გაძვირდა, The New York Times-ის ინფორმაციით, საწვავის ფასი ბოლო 14 წლის განავლობაში უმაღლეს ნიშნულზეა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საწვავი გაძვირდა. The New York Times-ის ინფორმაციით, საწვავის ფასი ბოლო 14 წლის განავლობაში უმაღლეს ნიშნულზეა და 1 ლიტრის ღირებულებამ 5 დოლარს გადააჭარბა.

ამის ძირითად მიზეზად აშშ-ის ექსპერტები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და შედეგად დაწესებული სანქციების ფაქტორს ასახელებენ.

გამოცემის ცნობით, ბოლო ერთ თვეში საწვავზე ფასი 60-70 ცენტით გაიზარდა და ამჟამინდელი მონაცემებით, სხვადასხვა მარკის საწვავზე, 5,63-დან 5,99 დოლარამდე მერყეობს.

აშშ-ში საწვავის ფასების ზრდას გამოეხმაურა პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.

მისი განცხადებით, აშშ-ში ფასების ზრდა უკრაინაში ომისთვის „გადასახდელი საფასურია“.

„საწვავის ფასების ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინაში ომისთვის გადასახდელი საფასურია, რომლის გადახდაც ნამდვილად ღირს. რაც შეეხება ფასების ზრდის გამო პოლიტიკურ რისკებს, მე ვარ შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მთავარი არის არა ჩემი გადარჩენა პოლიტიკაში, არამედ ის, თუ რა არის ქვეყნისთვის საუკეთესო”, - განაცხადა ბაიდენმა.

კვირის ამბები