საზოგადოება
16.06.2022 13:47
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტურისტული კლუბები იხსნება
ახალი სასწავლო წლიდან, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტურისტული კლუბები გაიხსნება. „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სასკოლო ტურისტული კლუბები მუშაობას მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგებიან.

„გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება, გორის
მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთობლივად ზრუნავს, რათა ჩვენი მომავალი თაობა, მოსწავლე ახალგაზრდობა აქტიურად ჩააბან რეგიონში მიმდინარე ტურიზმის საქმიანობაში. ამ მიზნით, შეხვედრა უკვე მოეწყო საჯარო სკოლებში ახლადშექმნილ ტურისტული კლუბების კურატორ პედაგოგებთან. შეხვედრაზე ტურისტული კლუბების მომავალი საქმიანობის შესახებ ვრცლად ისაუბრეს, როგორც საგანმანათლებლო სექტორის, ასევე ტურისზმის სფეროს წარმომადგენლებმა,“ - აცხადებენ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებაში.
კვირის ამბები