საზოგადოება
16.06.2022 12:49
ფსიქოლოგიური სირთულეების დაძლევის ხელშეწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ტრენინგი გაიმართა
მოზარდების ცნობიერების ამაღლების და სხვადასხვა ფსიქოლოგიური სირთულეების დაძლევის ხელშეწყობის მიზნით, გორის საჯარო ბიბლიოთეკაში მიმდინარე ტრენინგების კურსის ფარგლებში, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.

თემაზე - ,,სტრესის მართვა“, მოზარდებთან, ფსიქოლოგმა ეკა ჯაფიაშვილმა ისაუბრა. შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის წარმომადგენელი, 12-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლე ესწრებოდა.

„საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული „ამერიკის კუთხის“ მიერ დაგეგმილი ტრენინგები მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო და ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის მიზანია ბავშვებში ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა ფსიქოლოგიური სირთულის დაძლევის ხელშეწყობა“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში.
კვირის ამბები