საზოგადოება
16.06.2022 11:47
კორონავირუსის პანდემია არ დამთავრებულა, ვაქცინაცია და ვაქცინაციის წახალისების პროგრამები არ შეწყდება - ამირან გამყრელიძე

საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 44%-ია სრულად აცრილი, ქვეყანას კი მინიმუმ 70%-იანი აცრის მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს. კორონავირუსის პანდემია არ დამთავრებულა, შესაბამისად, ვაქცინაციის წახალისების პროგრამები და თავად ვაქცინაცია არ შეწყდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მედიასთან განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, არსებული პროგნოზით, შემოდგომაზე შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.

„არსებული პროგნოზით, შემოდგომაზე შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, ამიტომ იმუნური ფენა ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს. სამწუხაროდ, შემცირებულია ყოველდღიური ვაქცინაციის რაოდენობა ქვეყანაში, მაგრამ ეს უნდა გავაძლიეროთ. კიდევ ვიწყებთ დიდ კამპანიას ბევრი დონორის დახმარებით, ზაფხულის განმავლობაში ჩატარდება დიდი კამპანია. კამპანიის ფარგლებში მივალთ ადამიანებთან და ავუხსნით ვაქცინის სარგებელს. ამჟაქმად, საქართვცელოში, მოზრდილი მოსახლეობის 44%-ია სრულად აცრილი. ჩვენ სულ მცირე 70%-ზე უნდა ავიდეთ. იმის მიზეზი, რომ აცრის საჭირო მაჩვენებელზე ვერ ავედით, ვფიქრობ,  ჩემი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის ინერტულობააცაა. დღეის მდგომარეობით სრულად ვაქცინირებულია ექიმების 83%, არადა, 99% უნდა იყოს, რომ ხალხს ჩვენი მაგალითი ვაჩვენოთ. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს და ბუსტერდოზით აცრას, თუ ბუსტერდოზის გაკეთებიდან 4 თვე არის გასული, მეორე ბუსტერით უნდა აიცრან“, - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

 

კვირის ამბები