საზოგადოება
16.06.2022 11:42
20 ივნისიდან, საზოგადოებრივ სატრანსპორტში პირბადე სავალდებულო აღარ იქნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 ივნისიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. როგორც ცნობილია, მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.

„კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან, სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება, თუმცა, პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კვირის ამბები