საზოგადოება
15.06.2022 14:03
ანტონოვისა და სააკაძის ქუჩებს რეაბილიტაციის მიზნით გორის მერია ტენდერს აცხადებს
გორში, ანტონოვისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაცია მალე დაიწყება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ორივე ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 718 970 ლარია.
„ანტონოვის ქუჩა, რომელის სიგრძეც 380 მეტრია, თამარ მეფისა და სტალინის გამზირებს აკავშირებს. ქუჩაზე იგეგმება ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა. რაც შეეხება
სააკაძის ქუჩას, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 509 მეტრია. აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა“, - აცხადებენ მერიაში.
კვირის ამბები