გორში, ტურიზმის კიდევ ერთი საინფორმაციო მომსახურების ცენტრი იხსნება.
კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ინფორმაციით, ობიექტის გახსნის საზეიმო ღონისძიება 17 ივნისს, 15:00 საათზეა დაგეგმილი. რაც შეეხება ლოკაციას, 26 მაისის სანაპიროზე, „ლომჭაბუკის“ ძეგლის მიმდებარე სკვერია.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ამავე დღეს, ტურიზმის სააგენტო 2022 წლის ახალი ტურისტული სეზონის გახსნასაც აღნიშნავს.